INFINITI-IS AQSESUAREBIS ARWERILOBA

 

ორიგინალურობა, ლაკონურობა, სიცოცხლისუნარიანობა, ექსკლუზიური დიზაინი – სწორედ ეს ღირებულებები წარმოდგენენ CONTESI-ის თითოეული ქმნილების საფუძველს. მრავალფუნქციონალური საგნების ფართო არჩევანი საშუალებას იძლევა, ორიგინალური გადაწყვეტილებებით მოვახდინოთ სასტუმრო სივრცის დეკორირება, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში.

 

ნამდვილ ესთეტებს სურთ მაგიდაზე და მის გარშემო იხილონ დახვეწილი გემოვნების ნივთები, INFINITY ხაზის საგნები კი სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ის, ვინც აფასებს „ინტელექტუალურობას“, ფუნქციონალურობას საგანში და დეტალებისადმი ყურადღებიანია, შესძლებს დაინახოს ის უსასრულო შესაძლებლობები, რომელთაც მას ხაზი INFINITY სთავაზობს.

 

სტუმრებისათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა ვნებას ჰგავს, ხოლო CONTESI-ის ნამუშევრები წარმოადგენენ თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტის თანაარსებობის შექმნის ორიგინალურ გზას, თანაარსებობისა რომელიც იმსახურებს ყურადღებასა და ზრუნვას ყოველ თავის გამოხატულებაში.

           

INFINITY ხაზი  შედგება დაახლოებით 30 აქსესუარისაგან, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილი ინდივიდუალური თავისებურებებით გამოირჩევიან.

 

 NATURALURI XE               

    CONTESI ქმნის „უსულო“ მასალების ალტერნატივას და უპირატესობას ანიჭებს ტრადიციულ ხეს, ცვლის რა, ამასთან, მის გენეტიკურ კოდს თანამედროვეზე, ამისთვის „მოულოდნელ“ შემთხვევებშიც კი.

მაგალითად, როგორც INFINITY-ის საგნების შემთხვევაში, რომლებიც მოცემული ჯგუფისთვის არატიპიური მასალისაგან არიან დამზადებული - ხისგან

 

URTIERTETAVSEBA DA MRAVALFUNQCIONALUROBA

კომბინაციათა თამაში უბრალოა და დამაინტრიგებელი. INFINITY საგნები ვერსატელურია გამოყენებაში და უნიკალური - დიზაინით.

 

            საგნების უნივერსალური ურთიერთშეთავსება შეუზღუდავი რაოდენობის კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში, მათ ესთეტიურ და ფუნქციონალურ და დანიშნულებასას კი ცვლის  მაგალითად, LM-7 კომპოზიციაში

 

MOMSAXUREBUIS DONE 

            Infinity საგნების გამოყენება მაღალი დონის მომსახურეობის მისაღწევად წარმოადგენს არაორდინალურ შესაძლებლობებს, თავშეკავებული ფუფუნების და პერსონიფიცირებული კომფორტის შესაქმნელად, როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე. “Infinity”-ის ხაზის საგნები საშუალებას გვაძლევს ეფექტურად მივართვათ სტუმრებს: ღვინო, შუშხუნა აპერიტივები, მაგარი სპირტიანი და უალკოჰოლო სასმელები, აგრეთვე დამატებითი პროდუქტები, რომლებიც ამ სასმელების საყოველთაოდ მიღებულ აკომპონიმენტებად არიან აღიარებული (თხილი, ყველი, ჩირი, ზეთისხილი და სხვა).

 

TALREBIS MIMART MDGRADOBA 

            აქსესუარები (მათ შორის ჭადრაკიც) კიდევ ერთი ფრიად სასარგებლო თვისებით გამოირჩევიან - ინარჩუნებე მდგრადობას 45 გრადუსამდე დაქანების პირობებში, რაც ძალიან აქტუალურია, მათი ზღვის სატრანსპორტო საშუალებებზე გამოყენებისათვის ამ „თანდაყოლილი“თვისების მისაღწევად სპეციალური გეომეტრიული პარამეტრები იქნა შემუშავებული.


KOMPLEQTACIIS USAZRVRO SESAZLEBLOBEBI.   

            Infinity ხაზის საგნები საშუალებას საშუალებას გვაძლევს სერვირების კომპოზიციები დავაკომპლექტოთ პერსონალური პრეფერენციების და დაგეგმილი ღონიშძიებების ხასიათის შესაბამისად.

 

FUNQCIONALURI ESTETIURI DATVIRTVA

            როდესაც Infinity ხაზის საგნები „თავისუფალი“ არიან თავიანთი „ფუნქციონალური მოვალეობების“ შესრულებისაგან, მათი განსაკუთრებულობა ქმნის დამატებით შესაძლებლობებს, შეასრულონ ინტერიერის საგნების მისია და ამ გზით განუმეორებელი აქცენტები განათავსონ სხვადასხვა სტილისა და დანიშნულების ინტერიერებში.

 

 

SETAVSEBADOBA SXVA STILEBTAN

            ინდივიდუალური თავისებურებების მიუხედავად, საგნები ბრწყინვალედ ერწყმიან უკვე შექმნილ სერვირების კომპლექტებს და თვითონაც აქტიურად მონაწილეობენ ახალი კომპოზიციების შექმნაში. მეტიც, Infinity საგნები ორგანულად თანაარსებობენ სხვადასხვა სტილის, ეპოქის და დანიშნულების ასესუარებთანაც. ისინი არ არიან „დიქტატორები“ და მზად არიან „იმეგობრონ“ როგორც ანტიკვარულ საგნებთან, ისე შორეული მოგზაურობის „ტროფეებთანაც“.

 

DROIS SAZRVREBS DA EROVNULI MIKUTVNEBULOBIS MIRMA

            Infinity საგნები არ ექვემდებარებიან დროს და არიან ეროვნულ მიკუთვნებულობის მიღმა. ისინი იბადებიან წარსულში და პროეცირდებიან მომავალში (ამავდროულად გვერდზე ტოვებენ აწმყოს, რომელიც რეალურად მხოლოდ გაელვებაა წარსულსა და მომავალს შორის).

  

RATOM INFINITY

            სახელწოდება წარმოიშვა იმ უსასრულო რაოდენობის კომბინაციებისაგან, რომელთა შექმნა შესაძლებელია Infinity საგნების უნივერსალური ურთიერთშეთავსების მეშვეობით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლანეტაზე არსებული 70 000 „ცოცხალი“ ენა ორმოციოდე ასო-ბგერის მრავალრიცხოვანი კომპოზიციისაგან შედგება. თუკი პარალელს გავავლებთ - მივალთ დასკვნამდე, რომ Infinity ხაზის ოცდაათიოდე აქსესუარის კომბინაციების რაოდენობამ შეიძლება რამდენიმე მილიარდს მიაღწიოს!

            ამასთან, საგნების გარკვეული თვისებები თანდათანობით, მათთან „ურთიერთობის“ პროცესში „იშლება“.

 

TABLE
Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007