სახლი - საკუთარი ცხოვრების სტილის პრეზენტაციას წარმოადგენს, ხოლო მისი შემადგენელი თითოეული ელემენტი, მჭიდრო კავშირშია მობინადრეთა ინდივიდუალურობასთან. საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობა სადღესასწაულო სამოსის შექმნას  შეიძლება შევადაროთ, როდესაც დეტალების შერჩევა დიდი მზუნველობითა და ყურადღებით წარმოებს, შედეგად კი რჩება მხოლოდის, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება სახლის მფლობელის შინაგან მსოფლმხედველობას.

 სწორედ ეს პრინციპები წარმოადგენენ კომპანია CONTESI ფილოსოფიის საფუძვლებს, რომელსაც ახასიათებს ტენდენციების წინასწარი განსაზღვრის, მათი განუმეორებელ ნივთებად და ინტერიერულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის  უნარი.

 კომპანიის მწარმოებლური ფილოსოფია არ ეფუძნება ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნების ბრმა მორჩილებას, ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ ვქმნით lifestyle CONTESI, და დაუღალავად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ არსებული თუ პოტენციური თანამოაზრეების   ემოციური   და   ინტელექტუალური   მოთხოვნილებანი.

 კომპანიის კოლექციები წარმოადგენენ მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალურობის მქონე აქსესუარებს, ავეჯსა და ინტერიერულ გადაწყვეტილებებს, რომელთაც თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ახალი ასპექტების შეტანა ძალუძთ. CONTESIის ნივთები არ ექვემდებარებიან დროს, ისინი ინარჩუნებენ აქტუალურობას საკუთარი უნიკალური უნარის წყალობით, “იბადებიან წარსულში და პროეცირდებიან მომავალში”.

 სინამდვილეში, ასაკი კი არ გარდაქმნის ნაკეთობას „კლასიკურად“, არამედ – იდეა. CONTESIის ნაკეთობები თანამედროვეა აწმყოსთვის და ავანგარდულია – მომავლისათვის. და თუკი დრო ფუფუნებას წარმოადგენს, მაშინ დროის ფარგლებს გარეშე  სტილი – ეს   უსაზღვრო   და   დაუსრულებელი   ფუფუნებაა.

 დიზაინერულ–საწარმოო კომპანია CONTESI დაარსდა 2000 წელს, გააერთიანა რა თავისი ფრთის ქვეშ თამამი იდეების მქონე ადამიანები, კომპანიის შექმნამდე დიდი  ხნით  ადრე,  დაგროვებული  უნიკალური  გამოცდილებით.

 CONTESI –  წარმოადგენს შემოქმედებითად მოაზროვნე და მიზანდასახული ადამიანების თანამშრომლობის ნაყოფს, ადამიანებისა, რომლებიც „ხელნაკეთი“  იდეების მეშვეობით კონკრეტული პროექტების შექმნის საშუალებას იძლევიან და რთულად   წარმოსადგენ   სურვილებსაც   კი   ანიჭებენ   ფორმას.

 კომპანიის დიზაინერული ქვედანაყოფი გთავაზობთ პერსონალიზირებულ და ექსკლუზიურ თანამშრომლობას, რომელსაც შესწევს უნარი დააკმაყოფილოს სხვადასხვა სირთულის მოთხოვნები. ის მიყვება ევოლუციის ყველა ფაზას, საწყისი ანალიზით დაწყებული ინტერიერულ–ექსტერიერული პროექტების კომპლექსური  განხორციელებით დამთავრებული.

 CONTESI  designის  კოლექტივს განხორციელებული აქვს მრავალი, არსითა და სირთულის დონით განსხვავებულ პროექტი: ბინები, აგარაკები, რესტორნები, ღვინის ბარები, რეზიდენციული კომპლექსები, იახტების საცხოვრებელი ფართები და სხვა.

 დიზაინერული და საწარმოო სტრუქტურების ტანდემში მუშაობა საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ შევიმუშავოთ, არამედ განვახორციელოთ კიდეც ყველაზე თამამი დიზაინერული იდეები. CONTESI მუშაობს ინტერიერული სივრცის ნაკეთობათა ფართო სპექტრზე, ჭადრაკის ფიგურებიდან დაწყებული და ავეჯის კომპოზიციებით დამთავრებული, და ყველაფერ ამას ერთიან სტილში, ერთი ხელწერით ასრულებს...

 ჩვენი კოლექციები ისევე მრავალფეროვანია, როგორც მათი გამოყენების შესაძლებლობანი, CONTESI ქმნის ოთხ მიმართულებას ანუ „ნაკეთობათა ოთხ სამყაროს“, რომლებმაც შეისისხლხორცეს მინიმალიზმის ხელოვნება და ორიგინალური დიზაინისა და მაღალი ფუნქციონალურობის ერთობას ასახიერებენ.

 კომპანია  CONTESI მიერ შემუშავებული და დამზადებული მცირე ზომის ნაკეთობაც კი ისეთი ექსპრესიულობით გამოირჩევა, რომ იპყრობს ინტერიერული სივრცის საკმაოდ დიდ ნაწილს, სადაც საგანი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხელოვნების ნიმუში და გარკვეული ინტელექტუალური შემადგენლის სახით ინტერიერში   ერთ-ერთ   ძირითად   როლს   ასრულებს.

 CONTESI საგნები ღირსეულად თვითმკვიდრდებიან კერძო და საზოგადოებრივი სივრცის სხვადასხვა ზონაში და საბოლოო ანგარიშით განსაზღვრავენ   მთლიანად    ინტერიერის   ორგანიზაციის  ღერძს  და  პრინციპებს.

 ღირსება, თავმდაბლობა, თავშეკავებულობა და კეთილშობილება – ეს ის ძირითადი თვისებებია, რომელთა განსახიერებასაც ვცდილობთ ჩვენს ქმნილებებში.

 თანამოაზრეთა გუნდის მუხლჩაუხრელმა და მეთოდურმა მუშაობამ მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და ამავე დროს ურთიერთდაკავშირებული საგნებისაგან შემდგარი სტილი. საგნებისაგან, რომელთაც ძალუძთ შექმნან ელეგანტური და ჰარმონიული ინტერიერები, ნატიფი და პერსონიფიცირებული სივრცეები. საყოველთაოდ მიღებული ორგანიზაციული სქემებიდან განსხვავებულ, ინტერიერების ორგანიზაციისადმი ჩვენი „რევოლუციური“ მიდგომის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ავეჯის კომპოზიცია   SENAKI,  INFINITY – ის   ხაზის   საგნები,   კომპლექტი   LM-7...

 ორიგინალური დიზაინით პლაზმირებული უნიკალური ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების ფართო არსენალი გვაძლევს მაქსიმალური კომფორტისა და თავშეკავებული ფუფუნების განუმეორებელი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობას   სხვადასხვა   დანიშნულების   ინტერიერებში.

 სახელწოდება  CONTESI მოდის იტალიური ზმნიდან CONTENDERE რაც ნიშნავს შეჯიბრებას, პაექრობას, ხოლო CONTESI  კი მისი წარსული დროის ფორმაა. სწორედ CONTESI უწოდეს ლაშა-გიორგის მოღვაწეობის პერიოდში ვენეციელებმა და გენუელებმა   საქართველოს   ულამაზეს   ქალაქ – გაგრას.

 

 

 

 


Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007