საშხაპე & სბაზანო

სააბაზანო CONTESI . . .

სააბაზანო, შესაძლოა, ყველა სხვა სივრცისგან განსხვავებით, ზუსტად ასახავდეს თავისი მეპატრონის ინდივიდუალურობას, მის ჩვევებსა და მისწრაფებებს. თუკი თქვენ გადაწყვეტთ განაგრძოთ თქვენი ინდივიდუალურობის დემონსტრირება საკუთარი სააბაზანოს ინტერიერში და არჩევანი CONTESI-ის  ნაწარმზე შეაჩერეთ, ე. ი., მაშინ თქვენ სწორ გზას ადგახართ.

სააბაზანო ოთახისთვის ავეჯისა და აქსესუარების იდეა, დიზაინი და ტექნოლოგია შემუშავებულია კომპანია CONTESI-ის მიერ და მის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

დიზაინერების წინაშე წაყენებულ ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა ისეთი სივრცის შექმნა, რომლის მახასიათებლები არ ამოიწურებოდნენ კონსტრუქციული და ფუნქციონალური თავისებურებების ჩამონათვალით.

 ჩვეული საგნების ორიგინალური დიზაინერული გადაწყვეტილებები,  ლაკონურობა და კომპანიის საფირმო სტილი შეინიშნება ყველა საგანში, სააბაზანო ოთახის მთელ სივრცეში.

 არასტანდარტული და შენიღბული, ზოგჯერ კი პირიქით, „სააშკარაოზე გამოტანილი“ ხერხების გამოყენება საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ ნაკეთობათა ფუნქციონალურობა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და  მივიღოთ სივრცის ახალ შეგრძნება.

 კეთილშობილი მასალა, უნაკლო შესრულება და ორიგინალური სტილი საშუალებას აძლევს სააბაზანოს, გამოთქვას პრეტენზია ღირსეული ადგილის დაკავებაზე სხვადასხვა დანიშნულების ინტერიერებში, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალზე...

თუკი სააბაზანოში ყოფნისას, თავს იახტაზე „იგრძნობთ“, მაშინ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს.

 მოკლე აღწერა . . .

ავეჯის კომპოზიციის ყველა ნაკეთობა შესრულებულია ტიკის მასივისაგან და დაფარულია სპეციალური წყალმდგრადი შემადგენლობით. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი ზეთების მაღალი შემცველობის წყალობით ტიკი ყველაზე წყალმდგრად ხის მასალას წარმოადგენს.

ავეჯი შესაძლოა იყოს დაკომპლექტებული იტალიური ფირმა „bandini“–ის შემაზავებლებით - რომელიც დიზაინი შემუშავებულია მარკო პიზარის მიერ.

 - სააბაზანოს ერთ–ერთი განმასხვავებელ თავისებურებას სივრცის ზე-რაციონალური გამოყენება წარმოადგენს. სხვადასხვა ნიშების, თაროებისა და გამოსაწევი უჯრების არსებობა, (რომელთა რაოდენობა აღწევს 22), – საშუალებას იძლევა, განვათავსოთ მათში სააბაზანოსთვის აუცილებელი დიდი რაოდენობის აქსესუარები. ამასთან, პირადი ნივთები „დამალული“ იქნება უცხო თვალისაგან და არ გადმოვარდება კარადებიდან და უჯრებიდან რყევის შემთხვევაში (თუკი ავეჯი განლაგებულია, მაგალითად, იახტაზე). 

კარებების სპეციალურად შემუშავებული გეომეტრია ინტერიერის სტილისტიკის გამოკვეთასთან ერთად, საშუალებას იძლევა გამოვრიცხოთ ფურნიტურის გამოყენების აუცილებლობა (მხოლოდ ორი იახტის სახელური) და ამ გზით ავამაღლოთ უსაფრთხოების დონე.

კომპანია „CONTESI“ გთავაზობთ დიზაინ–პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მომსახურებას, კერძო და საზოგადოებრივი ინტერიერებისთვის.

 კერძო და საზოგადოებრივი ინტერიეტების დიზაინ–პროექტები;

  1. ავეჯისა და ინტერიერის საგნების დიზაინის შემუშავება;
  2. ავეჯისა და ინტერიერული კომპოზიციების დამზადება;
  3. ღვინის სადეგუსტაციო და შესანახი ინტერიერების განხორციელება.

 კომპანია „CONTESI აწარმოებს საკუთარი დიზაინის ავეჯსა და ინტერიერის აქსესუარებს.

I.            მაგიდის სერვიზებისა მომსახურეობის ნივთები;

II.            სპირტიანი სასმელების პრეზენტაციისა და შენახვის ნივთები;

III.            ცალკეული ავეჯი, ინტერიერის აქსესუარები;

  1.            IV.            ინტერიერული პროგრამები სხვადასხვა ზონისათვის.
Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007