გარდერობის სათავსო - SENAKI

SENAKI წარმოგვიდგენს შესაძლებლობათა მთელს სპექტრს, რათა გარდერობი საძინებელი სივრცის მთავარ მოქმედ გმირად ვაქციოთ. შიდა სივრცის ორგანიზაციის ოპციების ფართე სპექტრი საშუალებას გვაძლევს თითოეულ მცირე ნივთსაც კი საკუთარი პერსონალური ადგილი მივუჩინოთ.

გარდერობი შედგება ორი იდენტური მოდულისაგან,  რომლებიც მდებარეობენ კომპოზიციის ცენტრალური ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ. ასეთი კონსტრუქციული თავისებურების ხარჯზე წარმოიქმნება ორი დამოუკიდებელი პერსონალიზირებული სივრცეები, რომლებიც ერთმანეთისაგან დაახლოებით სამი მეტრის დაშორებითაა განლაგებული. ამას გარდა, ორივე ნაწილი ჯვრისებრი კონტრუქციის მეშვეობით დაყოფილია ოთხ დამოუკიდებელ განყოფილებად, რაც საშუალებას იძლევა, გადავანაწილოთ ტანსაცმელი და აქსესუარები წელიწადის ოთხი დროის მიხედვით. თითოეულ მოდულში ორი ზედა განყოფილება განკუთვნილია მოკლე, ხოლო ორი ქვედა–გრძელი ტანსაცმელისთვის. დაახლოებით 40 სმ სიმაღლეზე მდებარე პოდიუმი კი, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების გარეშე, ხელმისაწვდომს ხდის გარდერობს მთელს ვერტიკალზე.

SENAKI – გვთავაზობს გარდერობის ზონის ყველა მნიშვნელოვან მახასიათებელს: სხვადასხვა დიზაინის კარების არჩევანი განსხვავებული ესთეტიური მოთხოვნების შესაბამისად; ფუნქციონალური და თავსებადი ელემენტები, დაწყებული ბორბლებიანი „სკივრებიდან“ (ნახ.P) და დამთავრებული  მინი–კონტეინერებით; ნეონის განათებიანი ძელებით; იონიზაციისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემებით.

Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007