საძინებელი - SENAKI

საძინებელი სივრცე შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: საწოლი 220х180სმ   (ნახ.)  /  ორი გამოსაწევი საწოლის თანმხლები ტუმბო  (P. ) / ორი სკივრი (P. ),  რომლებიც განლაგებულია საწოლისაგან მარჯვნივ და მარცხნივ პოდიუმის ქვეშ. „სკივრების“ ზომები შთამბეჭდავია, მათი სიღრმე 95 სმ შეადგენს, ფრონტალური ნაწილის ზომებია 60 სმ სიგანით და 42 სმ სიმაღლით (ემთხვევა პოდიუმის სიმაღლეს).

საწოლის სასთუმალი  (P. )  სწორკუთხა ფორმისაა, სიმაღლით 125 სმ და საერთო სიგანით 5 მ, ის გარს ეკვრის საძინებელ სივრცეს, ამით ქმნის  სიმყუდროვეს და ხაზს უსვამს მოცემული ზონის განსაკუთრებულობას.

საწოლის ორიგინალური სტრუქტურა შესრულებულია მასივში, შთამბეჭდავი ზომები და უპრეცედენტო მობილურობა (შესაძლოა გადაადგილდეს მთელს ოთახში) - ანიჭებს საწოლს უნიკალურ პერსონალურობას და ამასთან – მთლიან ინტერიერულ კომპოზიციაში ჰარმონიულად შერწყმის უნარს.

ვიზუალური სტაბილურობა, მობილურობა და კონსტრუქციული სანდოობა გახლავთ, საძინებელი ზონის მოცემული საკვანძო ელემენტის, ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები.

SENAKI - ეს არის თანამედროვე შემნახველი სისტემა, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს მრავალი განსხვავებული ელემენტებისაგან შემდგარ კომპლექსს. ის უნიკალურია არა მარტო კრეატიული დიზაინერული გადაწყვეტილებების წყალობით, რომლებიც საშუალებას იძლევიან შევქმნათ ტევადი სათავსო ნივთებისათვის, არამედ მას ასეთად ხდის გადაწყვეტილებათა ნაირფეროვნებაც. აგრეთვე, დამკვეთის სურვილისამებრ შესაძლებელია შიდა კომპლექტაციის ფორმირება ოპტიმალური გზით, რაც დამკვეთის მოთხოვნებსა და უპირატესობებზეა დამოკიდებული.

saxlis kinoTeatris ორგანიზებისას კონსტრუქციის მნიშვნელოვანი შემადგენლები „კულისებს მიღმა გადიან“ და ტრანსფორმირდებიან უსიტყვო, ხით გაწყობილ კედელში. ამის ხარჯზე იქმნება ეკრანის ღირსეული მოსარმვა, ხოლო დივანი (P. ) მკაცრი „კვარცხლბეკის“ როლს თამაშობს. მოაჯირი (P. ) ხელს არ უშლის თვალსაწიერს, რამდენადაც ნორმალური ხედვისთვის (170x130 სმ. გაბარიტების ეკრანის შემთხვევაში აუცილებელია მისგან სულ მცირე სამი მეტრის    მანძილზე     განლაგება.

sastumro oTaxSi – პოდიუმის მოაჯირი (რომელიც საძინებელი ზონის შემთხვევაში საწოლის სასთუმალს წარმოადგენს) „დივანის“ საზურგის როლს თამაშობს, ხოლო კარის მეშვეობით შესაძლებელია სასტუმრო სივრცის რეგულირება – მისი გაფართოება ან პირიქით, მისი გარდაქმნა   კიდევ   უფრო  მყუდროდ   და   თუ  გნებავთ, ინტიმურადაც  კი.

სინამდვილეში, SENAKI–ის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რადგანაც ბოლომდე მის ყველა შესაძლებლობას ჩვენ თვითონაც არ ვიცნობთ...

ვიმედოვნებთ, თქვენ დიდ სიამოვნებას მიიღებთ მათი თანდათანობითი     აღმოჩენის     პროცესში.

Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007