კაბინეტი - SENAKI

კაბინეტის განთავსების განსხვავებული დონე, მისი 40 სმ „შეღრმავებულობა“, მოაჯირის არსებობა და ფრონტალური ფალშ–ფანჯარა (რომელიც სახლის კინოთეატრის შემთხვევაში ეკრანის როლს თამაშობს), ყველა ეს პარამეტრი, პლიუს ზურგისმიერი განლაგება  დანარჩენი სივრცის მიმართ „სამყაროსაგან მთლიანად“ აბსტრაგირების და სამუშაო მაგიდასთან ყურადსაღებ საგანზე მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალებას იძლევა. 

კაბინეტი–ბიბლიოთეკის კომპლექტში შედის:

ორდონიანი საწერი მაგიდა (P. )  სიგანით 180 სმ და გამოსაწევი სიბრტყით სამუშაო სიღრმის გასაზრდელად (40:80 სმ).  მაგიდის სისქეში განლაგებულია 7 გამოსაწევი უჯრა (P. ) წვრილი აქსესუარებისათვის, ხოლო 14 გამოსაწევი უჯრა (P. )  წარმოდგენილია     ტუმბოებში   მაგიდის   ქვეშ.

ორი ფარული გამოსაწევი სტელაჟი (P. ) განლაგებულია მარჯვნივ და მარცხნივ გაშლილი ხელის მანძილზე. ეს არის იდეალური გადაწყვეტილება იმ ნივთების შესანახად,  რომელთა ხელთ ქონა ყოველთვის გვესაჭიროება, მაგრამ რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო, საჯარო დემონსტრირებისათვის არ არიან განკუთვნილი.

მოცემულ კომპოზიციას შესაძლოა დავამატოთ ორი ვერტიკალური ნიშა (სიფართით 50 სმ და სიმაღლით 250 სმ), რომლებიც მდებარეობენ კაბინეტის სივრცის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. სურვილისამებრ, შესაძლებელია მათი კომპლექტაცია წიგნების თაროებით ან გამოსაწევი უჯრებით, აგრეთვე, შესაძლებელია მოცემული ელემენტებისაგან    ნებისმიერი    კომბინაციის    შექმნა.

ბუნებრივია, სურვილისამებრ ასეთი სივრცეები შესაძლოა გამოყენებულ იქნან ტანსაცმლის შესანახად ან სხვადასხვა საცავების მოსაწყობად (ღვინის კარადებისა და მინი ბარების ორგანიზების ჩათვლით). ყველაფერი ისევ და ისევ თქვენს მოთხოვნებსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული...

Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007