- 3Rd Force
- Revelation Of The Heart
- Alfonzo Blackwell
- Funky Shuffle
- That's Cool
- Keiko matsui
- Dream Walk
- crystal shadow
- David odzelashvili
- My World


Т - 03. უნივერსალური ქვესადგამი
უნივერსალური ქვესადგამი (ძირითადად) განკუთვნილია ჭიქებისა და 85 – (100*) მმ დიამეტრის მქონე ფეხის ბოკალების განსათავსებლად, მას აგრეთვე გააჩნია რამდენიმე სხვა ფუნქციონალური დანიშნულება:
1- ყავის ან ჩაის წყვილის ქვესადგამი. 2 - ლამბაქის ქვესადგამი. 3 - კერძების მინი პორციების, ყველის, დესერტის და კომპლემენტების ქვესადგამი. 4 - საფერფლისათვის „თავსახურის“ ნაცვლად (ამ უკანასკნელის სუფრიდან გატანისას). 5 – ასევე სხვა მრავალი წვრილმანისათვის.
გაბარიტები სმ/სმ 12.6 х 12.6, H = 2,5
უნივერსალური ქვესადგამის სპეციალურად შემუშავებული გეომეტრია საშუალებას იძლევა ფიქსირებულად დავაყენოთ ეს ნაკეთობა: 1. ლანგარზე „ქვედა კიჩო“. 2. ლანგარზე „ზედა კიჩო“. 3. ლანგარზე „Martvili“. 4. იატაკზედა საყრდენების კომპლექტზე „LM-7“, მეტიც, შევინარჩუნოთ მდგრადობა 45 გრადუსამდე დახრისას.
უნივერსალური ქვესადგამი მზადდება ხის ეგზოტიკური ჯიშებისაგან, აწყობა ხდება ხელით.
ვიზუალური ჰარმონიის ოპტიმიზაციის მიზნით - მოცემული საგნის ცალკეული დეტალების შერჩევა და დაჯგუფება ხდება ბუნებრივი სურათის მიხედვით. დეტალების საერთო რაოდენობა – 14.
გარანტია ნაკეთობაში დეტალების შეერთების გამძლეობაზე – 7 წელია.
*ბოკალის ფეხის დიდი დიამეტრის შემთხვევაში უნივერსალურ ქვესადგამზე კეთდება სპეციალური ჭრილები.