SENAKI

დღითი დღე ცხოვრების რიტმი ჩქარდება და სულ უფრო გვიძნელდება განვსაზღვროთ, სად მთავრდება სამუშაო და სად იწყება პირადი დრო. სამუშაო არც სახლში გვანებებს თავს. ხშირად ერთსა და იმავე შენობაში ჩვენ ვურთიერთობთ ჩვენს ოჯახთან, ვაწყობთ მეგობრების შეხვედრებს და ვხვდებით პარტნიორებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ინტერიერი მოვაწყოთ ისე, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ხელს არ უშლიდეს პირადს.

თავშეკავებული ელეგანტურობა, რაციონალურობა, სუფთა ხაზები და არათავსმოხვეული ექსპრესია, რომელთაც ასახვა ჰპოვეს არასტანდარტულ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებში და რომლებიც საშუალებას იძლევიან ხელოვნების რანგში ავიყვანოთ ისეთი ჩვეული თვისებები, როგორიცაა ერგონომიულობა და ფუნქციონალურობა. ვფიქრობთ, არ იქნება გადაჭარბებული, აღვნიშნოთ, რომ უსწრებდე ერთი ნაბიჯით დროს და შესთავაზო ის, რაც აქტუალურია დღეს, ასეთად დარჩება  ხვალაც და ყოველთვის – წარმოადგენს CONTESI ფილოსოფიის ერთ–ერთ საბაზისო საფუძველს. კერძოდ კი, ეს თვისება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სტილი მოდისა და დროის ფარგლებს მიღმა. ეს გახლავთ სტილი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი რეალობა. ავეჯის კომპოზიცია SENAKI წარმოადგენს ზემოთხსენებულის ერთ–ერთ ასეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას.

ერთი შეხედვით, კომპოზიცია გამოიყურება, როგორც შთამბეჭდავი ზომების ერთიანი სისტემა, რადგან ის მთელს კედელს იკავებს. სინამდვილეში SENAKI - ეს არის ინტერიერული სივრცის მზა კონცეფცია, რომელიც მცირე ფართზეც კი საშუალებას იძლევა, შევქმნათ რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების სივრცეები, რომელთაგანაც თითოეული ტრადიციულად მოითხოვს განცალკევებულად განთავსებასა და შესაბამის ავეჯს.  SENAKI კი ყოველივე ზემოთჩამოთვლილის უგულვებელყოფის საშუალებას იძლევა და გაოცებულ თვითმხილველთა წინაშე ნაბიჯ–ნაბიჯ თამაშდება „თეატრალიზირებული“ წარმოდგენა, რომლის რეჟისორად თავად სახლის პატრონი გვევლინება.

SENAKI სახავს ახალ სივრცულ პროპორციებს და იწვევს აბსოლუტური შინაგანი სიმშვიდის შეგრძნებას, ქმნის კეთილდღეობის ოაზისებს და გარემოს, რომელიც რაფინირებული რელაქსაციის განსახიერებას წარმოადგენს.

ყველაფერი ეს – ერთობლიობაში, სივრცის უნიკალურ ინტერიერებად გარდასახვის საშუალებას იძლევა.

ნამდვილი დიზაინი ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო დეკორაცია. სწორედ დიზაინი განაპირობებს ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას შორის ურთიერთქმედებათა სპეციფიკას.

SENAKI ანიჭებს ცოცხალ მნიშვნელობას სიტყვას „მრავალფუნქციონალურობა“, ხოლო ელემენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ სიტყვას, საიმედო, უბრალო და ეფექტურია. SENAKI არის სრულყოფილი სისტემა, რომლის სათანადოდ შეფასება პირველივე შეხებისას ხდება შესაძლებელი.

ამასთან, ის იმდენად უნივერსალურია, რამდენადაც ექსკლუზიური, რაც მეპატრონეს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი იგრძნოს არა მხოლოდ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, არამედ ფლობდეს ემოციებით აღსავსე სახლს, მაშინაც კი, როდესაც მის ფანჯრებს მიღმა „ზღვა“ არსად ღელავს.

ჩვენ ოთახიდან ოთახში კი არ გადავდივართ, არამედ საცხოვრებელი სივრცე ჩვენს სურვილებთან შესაბამისობაში მოგვყავს...

შეიძლება ითქვას, რომ SENAKI არ არის მხოლოდ ავეჯი, ის ერთი და იმავე ფართის ფარგლებში ერთი ოთახის მეორეში „ტრანსფორმაციის“ საშუალება გახლავთ. ასეთი ავეჯი ერთსა და იმავე დროს ჰყოფს და აერთიანებს კიდევაც საცხოვრებელ სივრცეს.

სახლი სცენას ჰგავს... რომლის სცენოგრაფიაშიც უშუალოდ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო, არათავსმოხვეულად წარუდგინო საკუთარი თავი სხვებს და იყო სიტუაციის ჭეშმარიტი ბატონ-პატრონი... არა მარტო უბრალოდ მომხმარებელი, არამედ საკუთარი უნივერსუმის დამოუკიდებელი შემოქმედი.

ავეჯის კომპოზიცია SENAKI საშუალებას გვაძლევს, შედარებით მოკრძალებულ ფართზეც კი შევქმნათ რამდენიმე შთამბეჭდავი ზომებისა და ღირსეული შინაარსის ინტერიერული სივრცე. SENAKI წარმოადგენს დასრულებულ ანსამბლს, რომელშიაც ინდივიდუალური პრეფერენციების განხორციელება შესაძლებელია ყოველ ცალკე აღებულ შემთხვევაშიც კი.

1.გარდერობი / 2.საძინებელი / 3.კაბინეტი / 4.სასტუმრო ოთახი / 5.სახლის კინოთეატრი / 6.  მოლაპარაკებათა ოთახი / 7. წარმომადგენლობითი ფურშეტი ან რესპექტაბელური კლუბური ოთახი (სცენარში ფარული ბარის – FARFALLA ჩართვის შემთხვევაში).

ეს ავეჯი განკუთვნილია იმათთვის, ვინც მიისწრაფვის შეიქმნას ისეთი პირობები, რომელშიაც შესძლებს ყოველი მომენტით ტკბობას... იმათთვის, ვისაც კარგად ესმის რელაქსაციისთვის განკუთვნილი ინტერიერების მნიშვნელობა.

ზემოთჩამოთვლილი შესაძლებლობები მიიღწევა კომპოზიციის მოძრავი ელემენტების განლაგების შეცვლით, როგორიცაა:

 გამოსაწევი პოდიუმი (ნახ.

„მოაჯირის“ კარები (ნახ.

გარდერობის სასრიალო კარები (ნახ.

კაბინეტის ფარული სტელაჟები (ნახ.

გამოსაწევი „დივანი“ (ნახ.

გამოსაწევი საწოლი (ნახ.

საწოლის ტუმბოები (ნახ.

მოცემული მოძრავი ელემენტების მეშვეობით შესაძლებელია შევქმნათ არა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ინტერიერული ზონები, არამედ სხვადასხვა ვარიაციები თითოეული ცალკე აღებული ზონის შემთხვევაში.

ღირსეული ავეჯი „იზომება“ თავისი ინტენსიურობითა და კიდევ იმითაც, თუ როგორ ზემოქმედებს ის ჩვენზე. SENAKI საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ მრავალი სივრცული ინსტალაცია ძლიერი კომუნიკაციური ზემოქმედების თანხლებით.

მთლიანად კომპოზიცია განთავსებულია ორ დონეზე: ქვედა დონეზე  (იატაკის დონე - Н=0)  მდებარეობს სასტუმრო და საძინებელი ოთახები, ხოლო ზედა დონეზე (პოდიუმის დონე - Н=45) განთავსებულია– კაბინეტი ნახ., ბიბლიოთეკა ნახ., გარდერობი ნახ. და სახლის კინოთეატრის ეკრანი ნახ.

თუკი კაბინეტისა და გარდერობის „მოაჯირი“ (ნახ.) ფუნქციონალურად ამართლებს საკუთარ სახელწოდებას, სასტუმრო ოთახში ის „დივანის“ საზურგის როლს თამაშობს, ხოლო საძინებელ  ზონაში  - საწოლის სასთუმალს წარმოადგენს.

კომპოზიცის მთლიანი უნივერსალურობა სწორედ რომ ცალკეული ელემენტების მრავალფუნქციონალურობისგან შედგება.

ავეჯი SENAKI გათვლილია როგორც დიდ, ასევე პატარა სივრცეებზე ის  საშუალებას იძლევა, შევიქმნათ უსაზღვრო სივრცის განცდა შეზღუდული ფართის შემთხვევებშიც კი.

SENAKI განსაკუთრებით შეუცვლელია მაშინ, როდესაც შეზრუდულ ფართზე საჭიროა მაღალი ფუნქციონალურობის მიღწევა ისე, რომ ამასთან კი არ დაკნინდეს , არამედ გაიზარდოს ესთეტიური და ემოციონალური შემადგენლების კონცენტრაცია. ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები საშუალებას იძლევიან განვათავსოთ მოცემული ავეჯის კომპოზიცია როგორც სხვადასხვა საცხოვრებელი ფართის ინტერიერებში, ასევე მცირე ზომის მცურავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერული სივრცის ასეთი მრავალმხრივი გარდაქმნის შესაძლებლობას. მით უმეტეს, რომ სახელურების არარსებობა შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს წყლის სატრანსპორტო საშუალებებზე.

-ყოველი სივრცე სტრუქტურირებულია მაქსიმალური ფუნქციონალურობისა და პერსონალური უპირატესობების დაკმაყოფილების მისაღწევად. ფარული შემნახველი მოცულობები: გამოსაწევი ელემენტები, ორი დონის არსებობა და მრავალი სხვა – ყოველივე ეს ზრდის SENAKIის „მარგი ქმედების კოეფიციენტს“. ის არა მარტო მაღალფუნქციონალური და მოსახერხებელია, არამედ წარმოადგენს „ზე“–ტევად კონტეინერს. პოდიუმი საშუალებას იძლევა შევქმნათ დამატებითი მოცულობები გაბარიტული ნივთების შესანახად და დავმალოთ საწოლის თანმხლები ტუმბოები - და ეს ყველაფერი ისე, რომ არაფერი არ დავაკლოთ საცხოვრებელ ფართს.

მიუხედავად იმისა, რომ SENAKI მთელს კედელს იკავებს, ეს მსხვილგაბარიტიანი კონსტრუქცია (დახურული კარებებით) ერწყმის სივრცეს, გარდაიქმნება რა ოთახის ერთ–ერთ კედლად. მსგავსი ვიზუალური ეფექტი არსებითად ძლიერდება შეკიდული კარების სტილისტიკური შესრულების ოთახის სხვა კედლებთან იდენტურობისას. შეკიდული კარების კონფიგურაციას აძლიერებს მისი ხაზების ვერტიკალურობა, რაც ვიზუალურად არ აძლევს გარდერობს ფორმის დაკარგვის საშუალებას  მის დიდი სიფართის შემთხვევაშიც კი.

 

 

 

გარდერობი -

SENAKI წარმოგვიდგენს შესაძლებლობათა მთელს სპექტრს, რათა გარდერობი საძინებელი სივრცის მთავარ მოქმედ გმირად ვაქციოთ. შიდა სივრცის ორგანიზაციის ოპციების ფართე სპექტრი საშუალებას გვაძლევს თითოეულ მცირე ნივთსაც კი საკუთარი პერსონალური ადგილი მივუჩინოთ.

გარდერობი შედგება ორი იდენტური მოდულისაგან,  რომლებიც მდებარეობენ კომპოზიციის ცენტრალური ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ. ასეთი კონსტრუქციული თავისებურების ხარჯზე წარმოიქმნება ორი დამოუკიდებელი პერსონალიზირებული სივრცეები, რომლებიც ერთმანეთისაგან დაახლოებით სამი მეტრის დაშორებითაა განლაგებული. ამას გარდა, ორივე ნაწილი ჯვრისებრი კონტრუქციის მეშვეობით დაყოფილია ოთხ დამოუკიდებელ განყოფილებად, რაც საშუალებას იძლევა, გადავანაწილოთ ტანსაცმელი და აქსესუარები წელიწადის ოთხი დროის მიხედვით. თითოეულ მოდულში ორი ზედა განყოფილება განკუთვნილია მოკლე, ხოლო ორი ქვედა –  გრძელი ტანსაცმელისთვის. დაახლოებით 40 სმ სიმაღლეზე მდებარე პოდიუმი კი, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების გარეშე, ხელმისაწვდომს ხდის გარდერობს მთელს ვერტიკალზე.

SENAKI – გვთავაზობს გარდერობის ზონის ყველა მნიშვნელოვან მახასიათებელს: სხვადასხვა დიზაინის კარების არჩევანი განსხვავებული ესთეტიური მოთხოვნების შესაბამისად; ფუნქციონალური და თავსებადი ელემენტები, დაწყებული ბორბლებიანი „სკივრებიდან“ (ნახ.) და დამთავრებული  მინი–კონტეინერებით; ნეონის განათებიანი ძელებით; იონიზაციისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემებით.

 

კაბინეტი –  ბიბლიოთეკა

კაბინეტის განთავსების განსხვავებული დონე, მისი 40 სმ „შეღრმავებულობა“, მოაჯირის არსებობა და ფრონტალური ფალშ–ფანჯარა (რომელიც სახლის კინოთეატრის შემთხვევაში ეკრანის როლს თამაშობს), ყველა ეს პარამეტრი, პლიუს ზურგისმიერი განლაგება  დანარჩენი სივრცის მიმართ „სამყაროსაგან მთლიანად“ აბსტრაგირების და სამუშაო მაგიდასთან ყურადსაღებ საგანზე მაქსიმალური კონცენტრაციის საშუალებას იძლევა. 

კაბინეტი–ბიბლიოთეკის კომპლექტში შედის:

ორდონიანი საწერი მაგიდა (ნახ.)  სიგანით 180 სმ და გამოსაწევი სიბრტყით სამუშაო სიღრმის გასაზრდელად (40:80 სმ).  მაგიდის სისქეში განლაგებულია 7 გამოსაწევი უჯრა (ნახ.) წვრილი აქსესუარებისათვის, ხოლო 14 გამოსაწევი უჯრა (ნახ.)  წარმოდგენილია ტუმბოებში მაგიდის ქვეშ.

ორი ფარული გამოსაწევი სტელაჟი (ნახ.) განლაგებულია მარჯვნივ და მარცხნივ გაშლილი ხელის მანძილზე. ეს არის იდეალური გადაწყვეტილება იმ ნივთების შესანახად,  რომელთა ხელთ ქონა ყოველთვის გვესაჭიროება, მაგრამ რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო, საჯარო დემონსტრირებისათვის არ არიან განკუთვნილი.

მოცემულ კომპოზიციას შესაძლოა დავამატოთ ორი ვერტიკალური ნიშა (სიფართით 50 სმ და სიმაღლით 250 სმ), რომლებიც მდებარეობენ კაბინეტის სივრცის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. სურვილისამებრ, შესაძლებელია მათი კომპლექტაცია წიგნების თაროებით ან გამოსაწევი უჯრებით, აგრეთვე, შესაძლებელია მოცემული ელემენტებისაგან ნებისმიერი კომბინაციის შექმნა.

 

საძინებელი

საძინებელი სივრცე შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: საწოლი 220х180სმ   (ნახ.)  /  ორი გამოსაწევი საწოლის თანმხლები ტუმბო  (ნახ.) / ორი სკივრი (ნახ.),  რომლებიც განლაგებულია საწოლისაგან მარჯვნივ და მარცხნივ პოდიუმის ქვეშ. „სკივრების“ ზომები შთამბეჭდავია, მათი სიღრმე 95 სმ შეადგენს, ფრონტალური ნაწილის ზომებია 60 სმ სიგანით და 42 სმ სიმაღლით (ემთხვევა პოდიუმის სიმაღლეს).

საწოლის სასთუმალი  (ნახ.)  სწორკუთხა ფორმისაა, სიმაღლით 125 სმ და საერთო სიგანით 5 მ, ის გარს ეკვრის საძინებელ სივრცეს, ამით ქმნის  სიმყუდროვეს და ხაზს უსვამს მოცემული ზონის განსაკუთრებულობას.

საწოლის ორიგინალური სტრუქტურა შესრულებულია მასივში, შთამბეჭდავი ზომები და უპრეცედენტო მობილურობა (შესაძლოა გადაადგილდეს მთელს ოთახში) -  ანიჭებს საწოლს უნიკალურ პერსონალურობას და ამასთან – მთლიან ინტერიერულ კომპოზიციაში ჰარმონიულად შერწყმის უნარს.

ვიზუალური სტაბილურობა, მობილურობა და კონსტრუქციული სანდოობა გახლავთ, საძინებელი ზონის მოცემული საკვანძო ელემენტის, ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები.

SENAKI - ეს არის თანამედროვე შემნახველი სისტემა, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს მრავალი განსხვავებული ელემენტებისაგან შემდგარ კომპლექსს. ის უნიკალურია არა მარტო კრეატიული დიზაინერული გადაწყვეტილებების წყალობით, რომლებიც საშუალებას იძლევიან შევქმნათ ტევადი სათავსო ნივთებისათვის, არამედ მას ასეთად ხდის გადაწყვეტილებათა ნაირფეროვნებაც. აგრეთვე, დამკვეთის სურვილისამებრ შესაძლებელია შიდა კომპლექტაციის ფორმირება ოპტიმალური გზით, რაც დამკვეთის მოთხოვნებსა და უპირატესობებზეა დამოკიდებული.

სახლის კინოთეატრის ორგანიზებისას კონსტრუქციის მნიშვნელოვანი შემადგენლები „კულისებს მიღმა გადიან“ და ტრანსფორმირდებიან უსიტყვო, ხით გაწყობილ კედელში. ამის ხარჯზე იქმნება ეკრანის ღირსეული მოსარმვა, ხოლო დივანი (ნახ.) მკაცრი „კვარცხლბეკის“ როლს თამაშობს. მოაჯირი (ნახ.)  ხელს არ უშლის თვალსაწიერს, რამდენადაც ნორმალური ხედვისთვის (170X130 სმ. გაბარიტების ეკრანის შემთხვევაში აუცილებელია მისგან სულ მცირე სამი მეტრის მანძილზე განლაგება.

სასტუმრო ოთახში – პოდიუმის მოაჯირი (რომელიც საძინებელი ზონის შემთხვევაში საწოლის სასთუმალს წარმოადგენს) „დივანის“ საზურგის როლს თამაშობს, ხოლო კარის მეშვეობით შესაძლებელია სასტუმრო სივრცის რეგულირება – მისი გაფართოება ან პირიქით, მისი გარდაქმნა კიდევ უფრო მყუდროდ და თუ გნებავთ, ინტიმურადაც კი.

სინამდვილეში, SENAKI–ის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, რადგანაც ბოლომდე მის ყველა შესაძლებლობას ჩვენ თვითონაც არ ვიცნობთ...

ვიმედოვნებთ, თქვენ დიდ სიამოვნებას მიიღებთ მათი თანდათანობითი აღმოჩენის პროცესში.

 

 

INDOORS
Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007