ბუხრის სათვსო ინტერიერი

“kaminis” zona

ავეჯი კამინის ზონისთვის CONTESI-გან - ეს გახლავთ კამინის ზონის მზა კონცეფცია. CONTESI-ის ავეჯი საშუალებას იძლევა მცირე ფართზეც კი შევქმნათ ისეთი გარემო, რომელსაც შეეძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე და მოგვანიჭოს სრული შინაგანი სიმშვიდის განცდა

ტრადიციული ცოცხალი ცეცხლის სითბოთი შთაგონებული ავეჯის ამ კომპოზიციას შეუძლია შექმნას კეთილდღეობისა და რაფინირებული რელაქსის ოაზისები,  როგორც  ინტერიერში,   ასევე  ექსტერიერშიც.

დანარჩენი სამყაროსგან ავეჯის კომპოზიციის ვიზუალური გამოყოფის მიზნით გამოიყენება ფარდაგები, რომლებიც კამინის ზონის „კედლებზე“ მაღლა ჭერისკენ ადიან და ეშვებიან იმავე „კედლებით“ - საპირისპირო მხარეს. ასეთი „ჰაეროვანი“ შემოფარგვლა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სიმყუდროვე კომპოზიციის, დიდ ფართზე,  განლაგების შემთხვევაში.

ცეცხლი კამინის “სამაგიდე” დონეზეა განთავსებული, რაც საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ ბუნებრივი სითბოს „სიახლოვე“ მისგან დაშორებული განლაგების  შემთხვევაშიც  კი.

რაც შეეხება CONTESI-ის კამინის ზონის ავეჯის ტექნიკურ მახასიათებლებს, აქ კომპანია გთავაზობთ შემდეგ ოპციებს:

-         კამინის მაგიდებში საყრდენებში ჩამონტაჟებული გამოსაწევი  სიბრტყეები და უჯრები;

-         დივანების რეგულირებადი თავის საყრდენები.

-         დივანების სახელურებში ჩამონტაჟებული გამოსაწევი საფერფლეები (ან ხურდა ფულის სათავსოები);

-         დივანების საზურგეებში ჩამონტაჟებული გამოსაწევი მაგიდები;

-         მაგიდის  ქვეშ ჩამონტაჟებული ელექტროენერგიის წყაროები.

კამინის ზონის შესანიშნავ დამატებად შესაძლოა იქცეს LM-7კომპლექტი და (მის ბაზაზე დამზადებული) კამინის აქსესუარების საყრდენი.

ასევე, მაგიდის სერვირებისა და მომსახურეობის საგნების ხაზი INFINITY.

 

 

Table
Table
Wine
Wine
Mobili
Mobili
Indoors
Indoors
ALL    RIGHTS    RESERVED    ©    CONTESI    2007